|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტი 11 377 000 ლარით გაიზარდა

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტში მეორე ცვლილება შევიდა, რომლის შედეგად ქალაქის ბიუჯეტი 65 470 000 ლარი გახდა.

ბიუჯეტში ცვლილება გამოიწვია თანხამ, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო, ასევე ცალკეულ პროექტებში გაწეულმა ეკონომიამ, რამაც ჯამში 11 377 000 ლარი შეადგინა.

ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განცხადებით, თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდება, მოხდება ქუჩების მოწყობა, პროგრამა "კორპუსის" პროექტების შესრულება, ასევე თანხა დაემატა საკალათბურთო გუნდს,     დაფინანსდება სხვადახვა სპორტული და კულტურული პროექტები.

აღნიშნულ ცვლილებას ქალაქის საკრებულომ მხარი დაუჭირა.  საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ, რომელმაც ხელისუფლებას სოციალური საკითხებისადმი ყურადღებისაკენ მოუწოდა. გუგავას თქმით,  მერიამ არ გაითვალისწინა ოპონენტების შენიშვნები,  რის გამოც მოხდა ტრანსპორტის გაძვირება, რაზედაც პასუხისმგებლობა მერიასთან ერთად საკრებულოს ეკისრება. მან ასევე მერიას გარემოვაჭრეების ხელშეწყობისაკენ მოიწოდა და  მათთვის სპეციალური პავილიონების მოწყობის ინიციატივით გამოვიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა