|
  • EUR 1 = GEL 3.1154
  • USD 1 = GEL 2.5463
|

ქუთაისის ბიუჯეტის უცვლელი პრიორიტეტები და და გაზრდილი სარეზერვო ფონდი

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უცვლელი პრიორიტეტებით და და გაზრდილი მერის სარეზერვო ფონდით  საკრებულოს დღეს გადაეგზავნა.

საკრებულოდან უკან გამოთხოვილი და შესწორებული პროექტის მიხედვით,  ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 48 321,2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა, ბიუჯეტის ხარჯვითი  46 457,2  ათასი ლარს შეადგენს. 2018 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 627,0 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

 ბიუჯეტის გადასახადები 12 600.0 ათასი ლარის ოდენობით, გრანტები კი 26 409,2  ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. სხვა შემოსავლები -  9 312,0  ათასი ლარის ოდენობით.

 

ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტთან, ასევე მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით 100 ათასი ლარით გაიზარდა მერის სარეზერვო ფონდი და ის 500 ათასი ლარით განისაზღვრა.

უცვლელი რჩევა ბიუჯეტის პრიორიტეტები. 2018 წელსაც მერიის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება,  საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იქნება.

ბიუჯეტის მნიშვნელოვანი წილი მოდის მერიის ააიპების დაფინანსებაზე. 2018 წელს დაფინანსება გაეზარდება ააიპი  „ბაგა–ბაღების გაერთიანებას“  ის 10 მილიონი  ლარი ხდება. ააიპ „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“ 500 ათასი ლარი,  ააიპ „სპეციალური სერვისები"- 5 100,0 ათასი ლარი, ააიპ „ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 715,0 ათასი ლარი(გაზრდილია თავდაპირველ პროექტთან შედარებით),  ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ბიუჯეტი: 3 400,0 ათასი ლარი. 

აიპ „მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკი 165,0 ათასი ლარი, ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 301,0 ათასი ლარი

ააიპ „ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი 150,0 ათასი ლარი. ააიპ „მადლიერების სახლი 620,0 ათასი ლარი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, კვლავ გაგრძელდება სოციალური, საგანმანათლებლო თუ სპორტული პროგრამების დაფინანსება, რომელიც წინა წლებში ხორციელდებოდა. 

 წინა წლის გაუსტუმრებელი ვალდებულებების დასაფარად ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1,2 მლნ ლარი.

პროექტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არც საკრებულოში და არც ქალაქის მერიაში არ აკეთებენ.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში მოხდება. საბოლოოდ კი, ბიუჯეტს ქალაქის  საკრებულო 25 დეკემბრამდე დაამტკიცებს.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე