|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს "მედეა" დაერქმევა

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს სახელწოდება ეცვლება და მას "მედეა" დაერქმება. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ იმსჯელა. 

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას მიეცეს თანხმობა   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ბოტანიკური ბაღის“ სახელწოდების ცვლილებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი-მედეას“ წესდების დამტკიცების თაობაზე- ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილება საკრებულოს უახლოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. 

რამდენიმე თვის წინ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბაღში შესვლა ფასიანი გახდა. 

მედეა, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთის მეფის აიეტის ასული იყო. მის სახელს უკავშირდება მედიცინის განვითარება. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა. 

 

ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა