|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად ზაზა რამინაშვილი შეირჩა

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელად ზაზა რამინაშვილი შეირჩა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ააიპი კულტურული დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა რევაზ თედორაძემ წარუდგინა.

როგორც რეზო თედორაძეს "ნიუპრესს" განუცხადა, ზაზა რამინაშვილის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ჯერჯერობით არ მომხდარა. "ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჯერჯერობით მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი და მე არ მაქვს უფლება, ამ  პროცესის დასრულებამდე, დანიშვნის ბრძანება დავწერო. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ბაღში რეორგანიზაცის პროცესს მიაქცევს ყურადღებას", -განაცხადა თედორაძემ.

მისი თქმით,  ზაზა რამინაშვილი პროფესიით იურისტია,  ის კულტურის ააიპში საქმიანობდა, თუმცა არა როგორც იურისტი. ზაზა რამინაშვილი ააიპის ბენდში გიტარაზე უკრავდა. 

თედორაძის  თქმით, მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის კულტურის ააიპთან შერწყმა, რეორგანიზაციის პროცესში იგეგმება თანამშრომელთა შემცირება, ასევე, სავარაუდოდ, გადაიხედება თანამშრომელთა  ხელფასები.

რეორგანიზაციის პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თემურ ჩეჩელაშვილმა თანამდებობა დატოვა, რასაც წინ უძღვოდა ააიპ ბოტანიკური ბაღის გაუქმება.

 

 

თემურ ჩეჩელაშვილმა "ბოტანიკური ბაღის" დირექტორის პოსტი დატოვა 

"მაინტერესებს, ააიპების გაუქმების მიზეზი და რა სარგებლობას მოუტანს ეს ქალაქს?

 ქუთაისის მერიის ააიპი "ბოტანიკური ბაღი" უქმდება

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა