|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვცადოთ, თუ გამოგვივა ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც ოცნების ასრულებას ცდილობს" [AUDIO]

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში საქველმოქმედო კონცერტი ტარდება. ბაღში შექმნილია მულტიფუნქციური სივრცე, სადაც შესაძლებელია მთასვლელი ირაკლი გუჯაბიძის ჩანაწერების და ფოტოების შეძენა,  ხელნაკეთ ნივთებისა და საკვების. ასევე ელექტრონული მუსიკის მოსმენა დიჯეი ზაპას, მიროს და პუშოს  შესრულებით. საქველმოქმედო აქციით ირაკლი გუჯაბიძეს საკუთარი ოცნების ახდენაში ეხმარებიან.

"ჩვენ გასხვავებული ოცნებები გვაქვს. ამ ოცნებებისთვის ვიცვლებით, ვსწავლობთ, აღმოვაჩენთ, ვქმნით, ვაღწევთ. ზოგიერთი ჩვენგანი ოცნებას აღწევს და აღწერს კიდეც - ასეთია ირაკლი გუჯაბიძე.
ირაკლი პროფესიით მთამსვლელია. ის ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. მოგზაურობს ავტოსტოპის, კარვის და გზად გაცნობილი ადამიანების იმედად. დაიწყო თბილისიდან, გეზი აღმოსავლეთით - აზიის გავლით, ავსტრალიამდე აქვს, შემდეგ სამხრეთ ამერიკა და ევროპაში, ან გზად აფრიკის კონტინეტზე გავლა, რაც მხოლოდ რესურსების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული
აქამდე, რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარების უამრავი წარმატებული მაგალითი გვაქვს. ამჯერად, ვცადოთ თუ გამოგვივა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც საკუთარი ოცნების ასრულების გზაზე ცვლის, სწავლობს, აღმოაჩენს, ქმნის "-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი