|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

 „მოიზღვავე წიგნები“- ქუთაისის ცენტრალურ ბაღში 28-29 სექტემბერს წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება  12:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. გამოფენაზე წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

მკითხველს გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეუძლია შეიძინოთ საქართველოს 8 წამყვანი გამომცემლობის წიგნები.

პროექტს კომპანია „ირიათონი“ მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს აქციას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს.

„მოიზღვავე წიგნები“ – ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და ზუგდიდში.

გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა