|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისში, ქალაქის მერიასთან, წერეთლისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დარღვევით მოძრავი "გოლფის" მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ  "მერსედესის" მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან მსუბუქად დაშავებულები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

საქმე სს კოდექსის 176-ე მუხლით აღიძრა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა