|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

17 აპრილს ქუთაისის ცენტრში მომხდარი გასროლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.

ეჭვმიტანილი გიგა ყოჩაშვილი ფაქტიდან რადენიმე დღეში სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ყოჩაშვილმა გამოძიებას ის ცეცხლსასროლი იარაღიც ჩააბარა, რომლითაც სავარაუდოდ, ხოტოველების მისამართით გასროლა მოხდა.

გიგა ყოჩაშვილის ახლობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 5 000 ლარიანი  გირაოს გადახდამდე პატიმრობაში დარჩება. სასამართლო 2 ივნისს არის ჩანიშნული. ეჭვმიტანილის ინტერესებს ადვოკატი სალომე ბოჭორიშვილი იცავს. ასევე მათი განცხადებით, დასადგენია, რეალურად მოხდა თუ არა გასროლა, რასაც გამოძიება დაადგენს. გამოძიებამ იარაღის კანონიერებაც უნდა დაადგინოს, რადგან ის არ არის ყოჩაშვილის სახელზე რეგისტრირებული.

შეგახსნებთ, რომ 17 აპრილს, პუშკინის ქუჩაზე, მეზობლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას სროლა მოყვა.

 

რა გახდა ქუთაისის ცენტრში სროლის მიზეზი?

ქუთაისში მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა