|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

 

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 61 წლის ისრაელის მოქალაქეა.

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა. უწყების ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ 3 აგვისტოს დააკავა, ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული და დაწყებული იყო მისი საექსტრადიციო პროცედურები.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის სასამართლოში ის შეუძლოდ გახდა, თუმცა ექიმებს რაიმე პათოლოგია არ დაუფიქსირებიათ.

10 აგვისტოს გამთენიისას თანამესაკნემ მამაკაცი გარდაცვლილი ნახა. მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს უწყება არ ავრცელებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა