|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარი #23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს

ქუთაისის #23 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრნენ.

როგორც "სპეციალური სერვისებში" აცხადებენ, მოსწავლეებს იმ აუცილებელ წინაპირობებზეც ესაუბრნენ, თუ რატომ უნდა იზრუნონ ოთხფეხა მეგობრებზე, ასევე გააცნეს შინაური ცხოველების მოვლა–პატრონობის წესები.

მოსწავლეებმა თავშესაფარი დაათვალერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

 ღონისძიება საგანმანათლებლო პროექტის "ძაღლი ჩვენი მეგობარია" ფარგლებში განხორციელდა.

 

ავტორი: ნიუპრესი