|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფართოებაა გათვალისწინებული. დაგეგმილია  აეროპორტში ტერმინალის მშენებლობა. 

 ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 270 მილიონი ლარით იზრდება, რომელშიც აეროპორტში ტერმინალის  მშენებლობის თანხაც შედის.

 “გარკვეული თანხებია გათვალისწინებული ქუთაისში აეროპორტის გაფართობებისთვის, ვინაიდან მგზავრთა ნაკადი მაღალია და ტერმინალი აღარ არის საკმარისი. ცხადია, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა”,- განაცხადა  გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით,  ძირითადი პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა ქვეყნის  სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად გაიზარდოს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები არსებობდეს.

 საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა