|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის საპროექტო სამუშაოები სრულდება"- "აი გრუპი"

ამ დროისათვის ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ექსპერტიზის ფაზა მიმდინაეობს, - განაცხადეს  "აი გრუპში"  "ნიუპრესის" კითხვის პასუხად. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით,  ადგილზე ჯერჯერობით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

"ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის საპროექტო სამუშაოები სრულდება. ეხლა მიმდინარეობს პროექტის ექსპერტიზის ფაზა. მესამე პირები, ანუ კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს ადგილზე, შერჩეულია ტენდერის გზით. ამ ეტაპზე ტერიტორია შემოღობილია. საინჟინრო კომუნიკაციების ნაწილი მიყვანილია ტერიტორიამდე. დამონტაჟდა საკონტროლო - გამშვები პუნქტი და ვაწარმოებთ მასალის შეტანას ადგილზე. ასევე, პარალელურ რეჟიმში მასალების ნაწილი შეკვეთილია უცხოეთში. უკვე შევისყიდეთ საწარმოო ხაზი, რომელიც უნდა გამოიგზავნოს საქართველოში. მოკლედ, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, დაიწყება უახლოეს მომავალში", - განუცხადეს "ნიუპრესს" კომპანიაში.

შეგახსენებთ, 'ნიუპრესის" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე საწარმოს მშენებლობის სამუშაოები დაწყებული არაა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე