|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ვაშაკიძე  შიდააუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. სამინისტროში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. 

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმძღვანელის მოვალეობას რომელიმე თანამშრომელი  შეასრულეს, შემდგომ გამოცხადდება კონკურსი და კონკურსით შეირჩევა ახალი ხელმძღვანელი. 

ბადრი ვაშაკიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ბადრი ვაშაკიძე განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელად  რამდენიმე წლის წინ დაინიშნა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა