|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კოვიდინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა, 9 გამოჯანმრთელდა

24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა, ხოლო 9 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 70 პაციენტი მკურნალობს.

"დაგვემატა 12 ინფიცირებული პაციენტი, ხოლო 9 გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა. 4 პაციენტი გვყავს კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 11 პაციენტის ლაბორატორიულ კვლევას ელოდებიან.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 182- მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი