|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალბატონი სამეგრელოდან. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"დღეს გარდაიცვალა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი