|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებს საკონტროლო ტესტები ჩაუტარდათ

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ "Covid-19" დადასტურებულ 4 პაციენტს პირველი საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა.

ლაბორატორიული კვლევით ოთხივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტის პასუხებიც უარყიფითი იქნება, ოთხივე პაციენტი კლინიკას დატოვებს. კლინიკამ ჯამში 46 პაციენტი გამოაჯანმრთელა.

ქუთაისში ერთი თვეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი