|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს, რომელიც ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია. ასევე კლინიკაში ერთი და ორი თვის ჩვილები კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 76 პაციენტი, საიდანაც 10 ახალია. 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენები მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის არის. ასევე გვყავს ერთი და ორი თვის ჩვილებიც,"- განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი