|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "იუნესკოს" ნუსხაში დასაბრუნებლად გაბაშვილის გორაზე სამუშაოები გრძელდება

ქუთაისში ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ერთობლივი მუშაობა სექტემბერში განახლდება. სამუშაოები პროექტის  "ქუთაისი, როგორც კულტურულ-ისტორიული ლანფშაპტური ზონა" ფარგლებში ხორციელდება.  რომლის მიზანიც, ქუთაისის იუნესკოს ნუსხაში დაბრუნებაა. სამუშაოებში ქართულ მხარეს  კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს. 

პროექტის ფარგლეში სამუშაოები ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, გაბაშვილის გორაზე, იგივე არქიელის გორაზე მიმდინარეობ, სადაც ნაქალაქარი და ბაგრატის ტაძარი დგას, ასევე შემორჩენილი არის ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუახანების ნამოსახლარის ნაშთები.

კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის როლანდ ისაკაძის თქმით, შესაძლოა, ამ აღმოჩენებით,  ქუთაისის თარიღი შეიცვალოს.

"ქუთაისი დაახლოებით 2800 წლის წინანდელი გვეგონა, მაგრამ ბოლო ჩატარებულმა სამუშაოებმა გვიკარნახა, რომ  ქუთაისის ასაკი გაცილებით დიდია, ვიდრე 2800 წელი. სამუშაოების დროს ვიპოვეთ თავდაცვითი თხრილი დიდი ნაგეგობისა, ათი მეტრი სიგანის და ექვსი მეტრი სიღრმის, ნალექით იყო ამოვსებული საუკუნეების განმავლობაში. იქედან ამოღებულმა ნივთებმა კერამიკამ, ხის ნაშთებმა, ყურძნის წიპწის ნაშთებმა მოგვცა ახალი თარიღები.  თუ ვივარაუდებთ, რომ, როდესაც არხმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ის დახლოებით  ძვ. წელთაღრიცხის მეცხრე–მეათე საუკუნეების მიჯნა იყო, ექვს მეტრზე ნალექი რომ დაგროვებულიყო,  200 წელი მაინც უნდა გასულიყო, ეს ნიშნავს, რომ  დასახლება, რომელსაც ეს არხი იცავდა, ძველი წეთაღრიცხვის მეცამეტე საუკუნისკენ არსებობდა.  ვმუშაობთ, რომ ეს დავაზუსტოთ. ეს არის  ეპოქა, რომელიც არგონავტების  მითშია ასახული.  ნელ–ნელა ჩნდება მატერიალური საფუძველი იმისა, აიეტის ეპოქის გარკვეული პასაჟები დადასტურდეს. ამაშია ჩართული საერთაშორისო ფონდები. ჩვენი ამოცანაა, წამყვან სახელმწიფოებთან და ცენტრებთან ერთად ერთობლივი მუშაობით და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განვამტკიცოთ ეს თარიღი"-აცხადებდა "ნიუპრესთან" საუბარში როლანდ ისაკაძე. 

სამუშაოები რამდენიმე წელი გაგრძელდება. წელს კი პროექტი სექტემბერში პოლონელი მონაწილეების ჩამოსვლის შემდეგ განახლდება. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ადგილი ტურისტულ მარშრუტშიც შევა, ასევე ნაპოვნი ნივთები მუზეუმში გამოფინება. 

 

ავტორი: ნიუპრესი