|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის „ნაციონალმა“კანდიდატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის „ნაციონალმა“ კანდიდატებმა გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია დღეს შეცვალეს. აკაკი ბობოხიძემ, გიგი წერეთელმა და  გია თევდორაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურში  მონაწილოებას აგრძელებენ.

„მივხვდით, რომ ჩვენს განცხადებას, თუ იმერეთის 11 დეპუტატი მხარს დაუჭერდა პარლამენტის ქუათაისში დარჩენას, ჩვენ მეორე ტურში არ ვიბრძოლებდით, აზრი არ აქვს. ვინაიდან გუშინ მოვისმინეთ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბუნდოვანი განცხადება, რაც არაფერს ცვლის. მათი განცხადება არაა მთავარი და ვიცით, რომ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს, რომლის გადაწყვეტილებაც კარგადაა ცნობილი. კობა ნარჩემაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი დღის წესრგიში არ დგას. დღის წესრიგშიც დგას და მხოლოდ კენჭისყრაღა დარჩა", -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კითხვაზე, რატომ არ დაელოდა იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის სხვა კანდიდატების განცხადებას და ხომ არ მიიღო თავად შენიშვნა ხელმძღვანელობისგან შეუთანხმებელი განცხადების გამო, აღნიშნა, რომ მან პასუხი მიიღო ირაკლი კობახიძისგან, რომელაც გააკეთა განცხადება და სადაც იკითხებოდა „ქართლი ოცნების“ გადაწყვეტილება.

რაც შეეხება გიგი წერეთელს, მისი თქმით, მას არც დაუფიქსირებია, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყოდა. მისი განცხადებით, ქუთაისმა უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდა თუ არა ქალაქში პარლამენტის დარჩენა. წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ არჩევნები, არამედ რეფერენდუმია.

მიუხედავად დღევანდელი განცხადებისა, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პოზიციას პარლამენტის საკითხთან დაკავშირებით მაინც ელოდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა