|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მე-13 საბავშვო ბაღს ორი დირექტორი ყავს"

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-13 ფილიალს ორი დირექტორი ყავს.  

გუშინ დირექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა მაკა აბულაძე, რომელიც თანამდებობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაბრუნდა.

ფილიალის დირექტორის პოსტზე  ამავდროულად მუშაობს პიროვნება, რომელიც გაერთიანებამ, მას შემდეგ დანიშნა, რაც მაკა აბულაძე სამსახურიდან გაფიცვის მიზეზით გაათავისუფლა. 

აბულაძის ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას  განმარტებით,  ეს არის ერთადერთი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ბაღს ყავს ორი დირექტორი. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ დირექტორებს შორის უფლოებამოსილებები განაწილებული არ არის. 8 ჯგუფიან ბაღში,  სადაც გააუქმეს ორი მეთოდისტის, ორი ფსიქოლოგ- ლოგოპედის შტატი, იმის გამო რომ არ ჭირდებოდათ,  ორი დირექტორის არსებობა გაუგებარია. 

შეგახსენებთ, ბაგა-ბაღების  გაერთიანება არ აპირებს მაკა აბულაძის ბაღის ფილიალის ხელმძღვანელად აღდგენის შეგუებას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში  სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა