|
  • EUR 1 = GEL 3.1154
  • USD 1 = GEL 2.5463
|

ქუთაისის მე-4 ბაგა-ბაღს ახალი კორპუსი ემატება

ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების მე-4 ფილიალს ახალი კორპუსი ემატება. დღეს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ბაღების ააიპის ხელმძღვანელთან ერთად მე-4 ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კორპუსის მიშენების შემდეგ, შენობას ახალი ჯგუფი და სამზარეულო დაემატება, რომელიც ამ დრომდე ეზოში იყო, ბავშვები კი ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პროექტის მიზანი ბაგა-ბაღის გაფართოება და პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.
მერიისვე ინფორმაციით, მიშენების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება და ექსპლუატაციაში გაეშვება.

​,,ბავშვთა დიდი კონტიგენტის გამო ქალაქის მერიამ გადაწყვიტა აღნიშნულ ბაღში კორპუსის დამატება, რომლის შემდეგ ბაღს თანამედროვე სტანდარტების სამზარეულო და ჯგუფი ექნება. ეს ხელს შეუწყობს, როგორც პატარებისთვის ისე თანამშრომლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი