|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერი წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის ფულს იყენებს"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას მორიგ ბრალდებას უყენებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, გია გოქაძის განცხადებით, მერიამ ხალხისათვის ანგარიშის ჩასაბარებლად გაზეთები კანონდარღვევით დაბეჭდა. კერძოდ კი, გოქაძის თქმით, მერიის მიერ  გაზეთის დასაბეჭდად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, თუმცა მერიამ გაზეთები მაინც დაბეჭდა.

"მერიამ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გააგრძელდა და ანგარიშის ჩასაბარებლად საბჭოური მეთოდი გამოიყენა. "ანგარიში ხალხს", ამ სახელწოდებით გაზეთი დაბეჭდა და მოქალაქეებს დაურიგა. ჯერ ერთი, რომ მოახდინა ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, მეორეც, მოხდა კანონდარღვევა. ტენდერი ჩაიშალა, მერიამ კი კომპანიას გაზეთები უკვე დააბეჭდინა. შესაბამისად, გაზეთი, რომელი ქალაქში დარიგდა, კანონის ფარგლებში არ არსებობს, თუმცა, მერიამ თავისი ქმედების გასამართლებლად გამოაცხადა განმეორებითიო ტენდერი. მაგრამ აქ არის მეორე გარემოება, პირველმა ფირმამ სამუშაოები დაახლოებით 12 000 ლარად შეასრულა, მეორე ტენდერში კი სხვა კომპანია სამუშაოს შესრულებას 10 000 ლარად ახდენს. მერიის მიერ ჩადენილი ქმედება არის დანაშაული",- განაცხადა გოქაძემ.

მისივე თქმით, შოთა მურღულია გაზეთს წინასაარჩევნო კამპანიის მიზნით იყენებს და ცდილობს ამომრჩევლებს მიაწოდოს მასზე ინფორმაცია, რადგან ის აპირებს ქუთაისის მაჟორიტარობას.

გოქაძის ბრალდებას არაკომპეტენტურს უწოდებენ მერიაში. ადმინისიტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განცხადებით, გოქაძემ მორიგი უცოდინრობა გამოავლინა, როდესაც დეტალურად არ წაიკითხა "სპა.გე"–ზე გამოცხადებული ტენდერები, რადგან პირველი ტენდერი უკვე შედგა, გაზეთი დაიბეჭდა და შემსრულებელს თანხაც გადაერიცხა. ახლა კი განმეორებით გამოცხადდა ტენდერი, რადგან პირველ ჯერზე დაბეჭდილი ტირაჟი საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯავახია მერიის მხრიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო. მისი თქმით, მერიას აქვს უფლება და ვალდებულება, ანგარიში მიაწოდოს ხალხს და ამას მომავალშიც გააგრძელებს.

22 აპრილს მერიამ გაზეთის დასაბაჭდად 12 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, პირველ ჯერზე 33 600 გაზეთი დაიბეჭდა, რაც მოსახლებაში რიგდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა