|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი და პარლამენტარები წინასარჩევნო ფორმატში სპორტსმენებს შეხვდნენ

"ქართული ოცნება" წინასარჩევნო შეხვედრების ფორმატში შეხვედრებს მართავს. დეპუტატები და ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია დღეს სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, - შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია ავრცელებს. 

შეკრებას რაგბისტები, ძიუდოისტები, ფეხბურთელები და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე შოთა ხაბარელი, საქართველოს პარლამეტის დეპუტატები გივი ჭიჭინაძე, გენადი მარგველაშვილი და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უძღვებოდნენ.  მათ შეკრებილებს არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.


"ჩვენ არ დავბრუნდებით უკან! ერთად შევძლებთ უარი ვუთხრათ ძალადობას!"- ამ სიტყვებით შეკრებილებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა.


სპორტის სფეროში უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე კი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლერი ხაბელოვმა ისაუბრა.

,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთად დგომით შევძლებთ გამარჯვებას და ყველა იმ კარგი საქმის სისრულეში მოყვანას, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში სპორტული ცხოვრების განვითარებას,,-  განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.


დღესვე გაჟღერდა ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ რაც იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ქუთაისში იგეგმება.

  

ავტორი: ნიუპრესი