|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერი მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით პირობას არ ასრულებს"

“ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები ნაგავსაყრელებად აქციეს, რადგან მერის გარემოცვა მისი შეძენით დაინტერესებული არ არის”, - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, ირაკლი კიკვაძემ.
  მან ნიკეა-ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან ბრიფინგზე გამართა, სადაც განაცხადა, რომ  ქუთაისის მერი მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს და პასუხისმგებლობას მხოლოდ მოქალაქეებს აკისრებს.
 
“ლეიბორისტული პარტიის” წევრი ამბობს, რომ მერის დაპირება მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეო კამერების დამომტაჟებასთან დაკავშირებით კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ტერიტორია ერთჯერადად პიარ კამპანიის გამო დასუფთავდა.
 
“არსებული მდგომარეობის ფონზე ქუთაისის მერი გვიმტკიცებს, რომ ინფრასტრუქტურაში გარღვევა მოახდინა და მხოლოდ ფასადების მოწესრიგება დარჩა. 2018 წლის ზაფხულში მან თავად გასცა დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, თუმცა, წელიწად-ნახევარი გავიდა და უარესი მდგომარეობა გვაქვს. გადასასვლელი არც უსაფრთხოა ქვეითებისათვის და იქმნება პრობლემებიც. ითქვა, რომ გადასასვლელები გასხვისდა, თუმცა მეპატრონემ ვალდებულება ვერ შეარულა და უკან დაიბრუნეს. მეეჭვება, ეს სიმართლე იყოს. ალბათ, მერიის გარემოცვის ინტერესებში არ არის ეს ობიექტები,”-ამბობს კიკვაძე.
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა წლებია არსებობს.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა