|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი რიონჰესის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია რიონჰესის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა.

რკინიგზის სადგურ „რიონთან“ მცხოვრები მოსახლეობა, მრავალი წელია უგზოობას უჩივის, რის გამოც ხშირად მათ სათანადოდ ტრანსპორტიც არ ემსახურება.

მერიის ინფორმაციით, გიორგი ჭიღვარია მოსახლეობასთან მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსთან ერთად მივიდა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ქალაქის მერმა დავალებები მისცა ეკონომიკის სამსახურისა და სპეცსერვისების ა(ა)იპის ხელმძღვანელებს, რათა დროულად მოგვარდეს ადგილზე ტრანსპორტის მომსახურება და დარეგულირდეს თვითნებური ნაგავსაყრელების საკითხი.

[R]

 

ავტორი: ნიუპრესი