|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი "სპეციალური სერვისების" თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ააიპ ,,სპეციალური სერვისების"  თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯებს მერია გაიღებს.  მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს ქალაქის მერი და ოჯახს თანადგომას უცხადებს.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩვენს ქალაქში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა ააიპ ,,სპეციალური სერვისების" თანამშრომელი. დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ მაყვალა ფინთიხაშვილის გარდაცვალების გამო. ის ყოველდღიურად ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავდა და ღირსეულად, მაღალი პასუხისმგებლობით, მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქალაქს. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ. დაკრძალვის ხარჯებ ადგილობრივი თვითმმართველობა და ააიპ ,,სპეციალური სერვისები" გაიღებს",-აცხადებს შოთა მურღულია.

შეგახსენებთ, გუშინ ნიკეას ქუჩაზე ააიპ ,,სპეციალური სერვისების" თანამშრომელს, მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას ასუფთავებდა. 60 წლამდე ასაკის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა