|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 2 ავტომობილის მომსახურებისათვის 20 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერიამ   ბალანსზე რიცხული ავტომანქანების - „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“-ს და „ტოიოტა პრადო“-ს ავტოტექშეკეთებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისათვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20, 000 ლარს წარმოადგენს. 

წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჯერჯერობით სატენდერო განაცხადი გაკეთებული არ არის. 

„მიმწოდებელი“ ვალდებულია საქართველოში არსებული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების („ტოიოტა ლენდ კრუიზერი" და „ტოიოტა პრადო“) ავტოტექშეკეთება და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა რიგგარეშედ, მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ.

 „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ავტომანქანების ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა.
 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად. ხარჯი 2018 წლის ბიუჯეტიდან გაიწევა.

გამარჯვებული კომპანიას მომსახურების გაწევა ერთი წლის განმავლობაში დაევალება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა