|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 50 000 ლარის ღირებულების ვარდის ნერგებს შეიძენს

ქუთაისის მერია 50 000 ლარის ღირებულების ვარდის ნერგების შეძენას გეგმავს,  მერიის ინფორმაციით,  ნერგები მაისში დაირგვება.

 მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში დაიწყო აქცია  „ქუთაისი მწვანე ქალაქი“, რომლის ფარგლებში მწვანე ზოლის და რეკრეაციული ზონების მოწყობა ქალაქის ყველა უბანში მოხდება.

აქციის ფარგლებში პირველი ხეები მუხნარის დასახლებაში დაირგო, მასში მონაწილეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კახიანოურის მაჟორიტარ დეპუტატ ელეონორა არჩაიასთან და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთან ერთად მიიღო.

„დავიწყეთ მასშტაბური გამწვანების აქცია, რომელშიც ახალგაზრდები და მოქალაქეები ჩაერთვებიან. ასევე ყველა დაწესებულებას და ობიექტს ვთავაზობთ თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქალაქის გამწვანებაში. რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხს. ქალაქში არ გაიჩეხება ხეები და არ გასხვისდება სკვერები“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა