|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭახათას მღვიმის სტატუსთან დაკავშირებით ინფორმაციას შესაბამისი კომისია სწავლობს"

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  ახლადაღმოჩენილი მღვიმის სტატუსთან დაკავშირებით ინფორმაციას შესაბამისი კომისია სწავლობს.

"როდესაც დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღო ინფორმაცია მღვიმის აღმოჩენის შესახებ, შესაბამისი სპეციალისტების (სპელეოლოგების) მიერ მოხდა მღვიმის დათვალიერება. სათანადო დოკუმენტაცია წარდგენილია შესაბამის კომისიაზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს წარმოადგენს თუ არა ახლად აღმოჩენილი მღვიმე ბუნებრივ ძეგლს. თუ მღვიმეს კომისიის მიერ მიენიჭა ბუნებრივი ძეგლის სტატუსი, ამ შემთხვევაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოხდება მღვიმის ინვენტარიზაცია და ბალანსზე აყვანა. ხოლო თუ მღვიმეს არ მიენიჭა ბუნებრივი ძეგლის სტატუსი, ამ შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით მღვიმე დაილუქება და მისი გაღება მხოლოდ სამეცნიერო სამუშაოებისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მოხდება"-განაცხადეს ქუთაისის მერიაში "ნიუპრესის" კითხვის პასუხად.

 შეგახსენებთ, ქუთაისის მიმდებარეთ, ჭახათაში მღვიმე გასული წლის დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. მღვიმეს ამ დრომდე არც სახელი აქვს და არც სტატუსი.

 ქუთაისში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა