|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია "დაწუნებული" ბიუჯეტის ორ დღეში დამტკიცებას გეგმავს

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიასა და საკრებულოს შორის ორთვიანი მოგზაურობის შემდეგ  გაირკვა, რომ  ქუთაისის მერია და საკრებულო ბიუჯეტის პროექტზე ერთობლივად მუშაობდნენ. მერია, რომელიც ამ დრომდე აცხადებდა, რომ უკან გამოთხოვილ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შექონდა, ამჟამად ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი საკრებულოს გასული წლის 10 დეკემბერს გადაეგზავნა. მერიის პრესსამსახურის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საკრებულოში ბიუჯეტი ერთი თვის შესულია და განხილვაც მიმდინარეობს.

საკრებულოს პრესსამსახური აცხადებდა, რომ ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლება 2018 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტის მოლოდინში იყო. მათი ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას მერიის წარდგენის შემდგომ დაიწყებდნენ. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს კომისიებმა განხილვა უკვე მოახდინეს, ხვალვე ბიუროს სხდომაზე განიხილება, ზეგ კი საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

ბიუჯეტის დამტკიცების თარიღად სხვადასხვა რიცხვებს ასახელებენ საკრებულოს და მერიის პრესსამსახურები. მერიაში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტი 18 იანვარს გავა საკრებულოზე, საკრებულო კი სხდომის ჩანიშვნას 24 იანვარს გეგმავს.

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, წინამორბედის ბიუჯეტი დაიწუნა ახალმა მერმა და ის საკრებულოდან უკან გამოითხოვა. მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მერია კვლავ დაწუნებული ბიუჯეტის პროექტით ხელმძღვანელობდა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ბიუჯეტის თავდაპირველი ოდენობა, სავარაუდოდ, მილიონი ლარით გაიზრდება. პირვანდელი ვერსიით, ბიუჯეტი 52 500 000 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მერიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის პროექტს მოქალაქეებს გააცნობენ, თუმცა პროექტი საკრებულოზე დასამტკიცებლად ორ დღეში გავა.  

ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებულად და ზეპირსიტყვიერად განხილვას აპროტესტებს ოპოზიცია, რომელსაც ბიუჯეტის შესწორებული პროექტი ამ დრომდე არ გადაგზავნია.

 

 

"ქუთაისის ბიუჯეტის განხილვა ზეპირსიტყვიერად ხდება, რაც არასერიოზულია"

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა