|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეცდომა დავუშვით, მოსახლეობას რომ არ დაველაპარაკეთ - შოთა მურღულია

გახმაურებული "ფლამინგოს" თემა საკრებულოზეც ხმაურიანი აღმოჩნდა.

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა თავიანთი უფლებების დაცვა საკრებულოს სხდომაზე მოითხოვეს და მერიის მიერ შეთავაზებულ მემორნადუმს ნაწილობრივ დაეთანხმნენ.

ხმაურიანი პროტესტის გამო საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც სხდომა განახლდა და ადგილობრივებმა მერიისგან ტერიტორიაზე მშენებლობის დაუშვებლობაზე მიიღეს გარანტია, რაც არ აღმოჩნდა სარწმუნო ადგილობრივი რამაზ ხაბაზისთვის. მისი განცხადებით, მერიის მიერ შეთავაზებულ მემორანდუმს ძალა არ აქვს და მისი შეწყვეტა ხელისუფლებას ნერბისმიერ დროს შეუძლია, როდესაც მშენებლობის სურვილი გაუჩნდება.

 "ჩვენ მეპატრონეებთან არანაირი პირადი ინტერესი არ გვაქვს. მემორანდუმი რომ გაფორმდება,  ამით არაფერი იცვლება. საჯარო რეესტრში 25 წლის განმავლობაში მათ რჩებათ სკვერი, რაც გვიჩენს ეჭვს, რომ სამომავლოდ ააშენებენ კაფეს. გავიარეთ იურისტებთან კონსულტაცია და დავრწმუნდით, რომ ეს მემორანდუმი არაფერს წარმოდგენს, ჩვენ ვითხოვთ სკვერის მესაკუთრე არ იყოს "ფლამინგოს" მეპატრონეები“,- განაცხადა რამაზ ხაბაზმა.

 მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებენ უბნის მაჟორიტარ-დეპუტატი ნატო ქათამაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მათი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე სკვერი გაასხვისა და ახლა ცდილობს მოსახლეობა კვლავ შეცდომაში შეიყვანოს.

ნატო ქათამაძის და "ნაციონალური მოძრაობის" წაქეზებულ ამბად თვლიან მერიაში მოსახლეობის პროტესტს და ამბობენ, რომ მათ გამო საკითხი პოლიტიზირებული გახდა. ქუთაისის მერის განცხადებით, რომ არა ოპოზიციის მიერ ქულების დაწერის მცდელობა, საკითხი მოსახლეობასთან გაცილებით მარტივად მოგვარდებოდა.

შოთა მურღულიამ  მოსახლეობას თვითმმართველობის მიერ მიღებული მემორანდუმის ტექსტი გააცნო, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ ადგილს ოფიციალურად ენიჭება სკვერის სტატუსი და მისი გასხვისება და მშენებლობა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ არავის ექნება. შოთა მურღულია, ასევე განმარტავს, რომ საკითხზე სამუშაოდ და მემორანდუმის ტექსტის გასაცნობად მოსახლოება გუშინაც მიიწვიეს, მაგრამ დასწრების სურვილი არავინ გამოთქვა, რადგან მათ უპასუხეს, რომ საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ.

"მოვიწვიეთ, მოსულიყვნენ მემორანდუმის ტექსტის შესადგენად, მაგრამ არავინ დაესწრო და გვითხრეს, რომ მათ საკრებულოზე უნდოდათ გამოსვლა. სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მართული არიან ოპოზიციონერების მიერ, თორემ გუშინაც შეეძლოთ ამ ტექსტზე მუშაობა, მაგრამ მათი უფლება იყო საკრებულოს სხდომაზეც მოსულიყვნენ და ამაშიც არაა პრობლემა.

ჩვენ მათ ვთავაზობთ მემორანდუმს, რომელიც არის ჩემი ხელმოწერილი და რაიმე სახის მშენებლობას გამორიცხავს, არა თუ ჩემი მერობის, არამედ ჩემს შემდგომაც, თუ თავად არ გადაწყვეტს ადგილობრივი მოსახლეობა. ერთადერთი სკვერია, რომელიც ჩვენს მიერ გასხვისდა და  შევცდით, რომ ადგილზე არ მივედით და მოსახლეობას მეტად არ დაველაპარაკეთ, მაგრამ ახლა გამოვასწორებთ ამას და არ დავუშვებთ მშენებლობას.  ჩვენთან რამდენიმე ხნით ადრე იყო შემოსული მოთხოვნა ამ სკვერში მშენებლობის შესახებ, რასაც ხელს აწერს მოსახლეობის ნაწილი, მშენებლობას სულ სხვა პიროვნება ითხოვდა და მაშინ მოსახლოება არ აპროტესტებდა, ამიტომ თუ არ შეიძლება კაფეს მშენებლობა, შესაბამისად ადგილზე ვერც სხვა მშენებლობა მოხდება", -განაცხადა შოთა მურღულიამ.

მერის თქმით, ფლამინგოს მეპატრონე ახალ ადგილს შეარჩევს, რის შემდეგაც მას ბუხაიძეზე აღნიშნულ სკვერში აღნაგობის უფლება ჩამოერთმევა.  სწორედ ამ საკითხის არ სჯერათ ადგილობრივებს.  მათი განცხადებით,  ვიდრე ადგილზე არ მოიხსნება "ფლამინგოს" წარმომადგენლის ნინო რამიშვილის მფლობელობა,  იქამდე პროტესტს არ შეწყვეტენ და აქციებიც გაგრძელდება.

 

ამ თემაზე: 

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი