|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ორი ავტომობილის შესაკეთებლად 15 ათას ლარს იხდის

 ქუთაისის მერიის  მუნიციპალიტეტის  ბალანსზე რიცხული ორი ავტომანქანის - „ტოიოტა პრადო“-ს ავტოტექშეკეთებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა  ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

 პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 218 427 (ორას თვრამეტი ათას ოთხას ოცდაშვიდი) ლარს, სახელხელშეკრულებო ღირებულება კი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. შეადგენს. 

თანხა 2017 წლის  ბიუჯეტიდან გაიხარჯება.

 მიმწოდებელმა, საჭიროების შემთხვევაში  ორი ავტომობილის ავტოტექშეკეთებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი