|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან 8 მილიონს მიიღებს"

ქუთაისის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან ტრანსფერის სახით 8 მილიონს ელოდება. მერის მოადგილის იუზა უგულავას განცხადებით, რეგიონული განვითარების ფონდს უკვე გადაეგზავნა დასამტკიცებელი პროექტების სია. მისი თქმით, რომ  ბიუჯეტის ამ დრომდე რომ დამტკიცებულიყო, მერია ფონდიდან თანხას დღეს მიიღებდა.

"ამ დრომდე რომ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, მთავრობის სხდომაზე  დღესვე გავიდოდა დასამტკიცებლად ჩვენი პროექტები და მივიღებდით დამატებით თანხას, მაგრამ თუ ხვალ დამტკიცდება, მომდევნო კვირაში რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით რვა მილიონს მივიღებთ და ბიუჯეტი 54 მილიონიდან 62 მილიონამდე გაიზრდება", -განაცხადა იუზა უგულავამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის თვის ბოლომდე დამტკიცების მიზეზი ის გახლდათ, რომ მათ არ სურდათ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული 12%-ის გამოყენება. 

"ჩვენს მიერ თვის ბოლომდე ბიუჯეტის დამტკიცების მიზეზი გახლავთ ის, რომ არ გვსურდა გასული წლის ბიუჯეტის  12% გამოგვეყენებინა, რადგან ასე მეტ ეკონომიას გავაკეთებთ", - განაცხადა იუზა უგულავამ.

მან ბიუჯეტის პროექტში შესული ცვლილებები დღეს კომისიებს გააცნო. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა