|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია საახალწლო სამზადისთვის 50 781 ლარიან ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერიაში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწო. მერია ქალაქის ქუჩებში საახალწლო მანათობელი ფიგურების აღდგენა-მონტაჟისთვის ტენდერს აცხადებს.

მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ქუთაისში, 2017-2018 წ.წ. ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურების აღდგენა - მონტაჟის სამუშაოები.

მანათობელი ფიგურები დაახლოებით 28 ქუჩაზე დამონტაჟდება, ტრადიციულად დაიდგემა სამი ნაძვის ხე.

სამუშაოებისთვის 50781 ლარი გამოიყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი