|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის 143 273 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიამ კომპიუტერული მომსახურეობისთვის 143 273  ლარი გამოყო. მომსახურეობას შპს „იუ-ჯი-თი“ და ინდ. მეწარმე გიორგი კანდელაკი მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ. კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარებისთვის 117 135 ლარიანი ხელშეკრულება შპს „იუ-ჯი-თი“-სთან გააფორმა,  ხოლო აღნიშნული მომსახურეობისთვის ინდ. მეწარმე გიორგი  კანდელაკთან 26 138 ათასი ლარი გამოყო.

„მიმწოდებლებმა“ ქუთაისის მერია მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შემდეგი მოწყობილობებითა და აქსესუარებით:

უწყვეტი კვების წყარო, რაოდენობა 1 ცალი, ღიებულება 7079 ლარი. პრინტერი 1ცალი და 2 ორიგინალი კატრიჯი, ღიებულება 24 257ლარი, ქაღალდი 3 750 შეკვრა, ღირებულება 26 138 ლარი, პერსონალური კომპიუტერი 40 ცალი ღირებულება 45 480 ლარი ლეპტოპი 32 ცალი, ღირებულება 40 319.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი