|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 43 ათასი ლარის ღირებულების ბალახის საკრეჭი მანქანა შეიძინა

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ქალაქის მერია ბალახის  საკრეჭ მანქანას გადასცემს - საკითხის შესახებ დღეს საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. 

 43 ათასი ლარის ღირებულების ბალახის საკრეჭი მანქანა ქუთაისის მერიამ შეიძინა და სტადიონს გადასცემს.

"უკვე დასრულდა მინდვრის საფარის სამუშაოები, საჭირო გახდა ბალახის საკრეჭი მანქანა, რომელიც შევიძინეთ,   43 ათასი ლარი დაჯდა თავისი ატრიბუტებით და გადავეცით ჩვენს შპს-ს", -განაცხადა დავით ზივზივაძემ. 

 ქალაქის სტადიონი ქალაქის საკუთრებაში რჩება. შპს "რამაზ შენგელია სტადიონი" ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 400 ათასი ლარით ფინანსდება.

ამ დროისათვის სტადიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გუნდი შეხვედრებს საკუთარ მოედანზე ვერ მართავს. 

აღსანიშნავია, კრიტიკული მდგომარეობაა "ტორპედოში. ხელფასების გადაუხდელობის გამო, გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ. როგორც ცნობილი ხდება, ხელფასები ამ დრომდე არც გუნდში ახლადშემომატებულ ფეხბურთელებს მიუღიათ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა