|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65 651 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი NAT180005887 გამოაცხადა.
ბიუჯეტიდან დროშის დგარის მოსაწყობად 65 651 ლარი გამოიყო.
 
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა.
 
 
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები, რომლის მოცულობა 2007 წლიდან დღემდე, ჯამში არ უნდა იყოს სატენდერო თანხის 100%-ზე ნაკლები.
 წინადადებების მიღება 3 მაისს იწყება და 8 მაისს მთავრდება.
 

ავტორი: ნიუპრესი