|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს 19 ღონისძიება 129 655 ლარით დააფინანსა

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან  19 კულტურული ღონისძიება დააფინანსა. ამთგან ნაწილი სოლო კონცერტი, ნაწილი კი ჯგუფების შემოქმედება იყო. საერთო ჯამში მუსიკოს- შემსრულებლებს მერიამ  129 655 ლარი გადაუხადა. აღნიშნულ თანხაში არ შედის ღონისძიებების მოწყობის საორგანიზაციო სამუაოებისთვის განკუთვნილი თანხები. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ქალაქში დაგეგმილი კონცერტისათვის, ჯგუფებს, „Lost in Music”, “ჯგუფი 13“, “New Face” თითოს 1 250 ლარი გადაუხადა. „ქართულ ხმებს“ 12 500 ლარი, ვაჟა დურგლიშვილს 3 750  ლარი, სალომე ბაკურაძეს 1 125 ლარი, ჯგუფ „მუზეუმს“ 1 875 ლარი.

მუსიკოს რომან რცხილაძეს  ქალაქის თვითმმართველობამ 10 000 ლარი გადაუხადა.  ვაჟა აზარაშვილს 2 000 ლარი, ანიტა რაჭველიშვილს და ნიკოლოზ რაჭველს ჯამში 30 ათასი ლარი, ვახტანგ კახიძეს 25 000 ლარი. ანსამბლ „შვიდკაცას“ 6 030 ლარი. ნატო მეტონიძეს 1 875 ლარი. ნუკრი კაპანაძეს და ნინო ჩხიკვაძეს 1 500-1 500 ლარი. ეთნო-ჯაზ ჯგუფ „ირიაოს“ 5 000 ლარი. მარიკა კვალიაშვილს 8 750 ლარი, ხოლო თემურ წიკლაურს 15 000 ლარი გადაუხადეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა