|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიამ მოქალაქეს ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე უარი უთხრა"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია მერიას მოქალაქეების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში  ადანაშაულებს. მისი თქმით, მოქალაქე ცისანა ბრეგაძეს  ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთჯერად დახმარარებაზე უარი განუცხადა.

"მომმართა მოქალაქემ ცისანა ბალავაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ის არის იპოთეკით დაზარალებული და სახლიდნ გამოსახლებულია.მან ერთჯერადი დახმარების თხოვნით  მერიას მიმართა. რამეთუ არის სოციალურად დაუცველის ბაზაში. მერიაში განუცხადეს, რომ ერთჯერად  მატერიალურ დახმარებებს არ არიგებენ, არადა ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რომ მატერიალურ დახმარებას არიგებენ და თვითონაც კარგად ინაწილებენ თანხებს. ასე რომ მოვუწოდებ მერიას  თავი დაანებონ მიკერძოებულ დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ და თანაბარ პირობებში ჩაააყენონ ყველა მოქალაქე",-აცხადებს წულაია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში განმარტავენ,რომ მოქალაქე ტყუის და მას  ერთჯერადი მატერიალური დახმარება მიღებული აქვს.

"ცისანა ბალავაძეს წელსაც და გასულ წელსაც მიღებული აქვს ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რომელიც შესაბამისად წელიწადში ერთხელ გაიცემა გაჭირვებულ ადამიანზე. ძალიან ცუდია, როცა მოქალაქე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მითუმეტეს მაშინ როცა მას არაერთხელ გაეწია დახმარება მერიიდან. რაც შეეხება გოგი წულაიას მას ისევ კომპლექსები აწუხებს და საზოგადოება ისევ შეცდომაში შეჰყავთ",-აცხადებენ მერიაში. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა