|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საახალწლო დეკორაციების შესაძენად 171 485 ლარი გამოყო

ქუთაისში, ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის მერიამ  171 485 ლარი გამოყო.

გამოცხადებულია ტენდერი, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქუჩების საახალწლო მოწყობისათვის, 112 კომპლექტი სხვადასხვა სახის საახალწლო მანათობლების შესყიდვა-მონტაჟი, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

საახალწლო მანათობლები ფალიაშვილის, თამარ მეფის, ბუხაიძის, გრიშაშვილის, წმინდა ნინოს, რუსთაველის, პუშკინის და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე დამონტაჟდება.

მერიამ უკვე გამოაცხადა 50 781 ლარიანი ტენდერი არსებული მანათობლების აღდგენა მონტაჟისთვის.

 

ქუთაისის მერია საახალწლო სამზადისისთვის 50 781 ლარიან ტენდერს აცხადებს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი