|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტი უკან გამოითხოვა

ქუთაისის მერიამ საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უკან გამოითხოვა. როგორც საკრებულოს პრესსამსახური განმარტავს, ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკრებულო მას შემდეგ დაიწყებს, რაც კომისიები დაკომპლექტდება.

"მერიამ პროექტი უკან გაითხოვა, თუმცა ჯერ ჩვენთან კომისიები არ არის დაკომპლექტებული, ამიტომ ვერ მოხდა განხილვა. მას შემდეგ, რაც კომისიები დაკომპლექტდება და რაც მერია ბიუჯეტს განმეორებით შემოიტანს, დაიწყება განხილვა",-განაცხადა საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა კრავიშვილმა.

"ამ ეტაპზე ბიუჯეტის შეფასებისგან თავს შევიკავებთ და დაველოდებით მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტის ახალ ვერსიას, რის შემდეგაც კომისებში დაიწყება განხილვა",-განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კახა ბოჭორიშვილმა.

მერიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის  გამოთხოვის მიზეზი პარამეტრების დაზუსტება გახდა.

"ბიუჯეტის პროექტში პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს, ამასთან მის განხილვაში მონაწილეობა ახალმა მერმა უნდა მიიღოს, რის გამოც მოხდა ბიუჯეტის გამოთხოვა", - განაცხადა მერიის პრესსამსახურმა ეკა მამისეიშვილმა. 

ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს 15 ნოემბერს გადაეგზავნა. ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 52 500 000 ლარს შეადგენს.

როგორც მერიაში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით.  შარშან ქუთაისის საკრებულოს მიერ წარმოდგენილმა  ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა