|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიას 8 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა"-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის თანახმად ქუთაისის მერიას 2012 წლიდან 2017 წლის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებული 8 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა.  კვლევა  ”საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ” საიამ  დღეს წარმოადგინა. 

როგორც, საიას იურისტმა ნინო ციხიშვილმა "ნიუპრესს"განუცხადა, ქუთაისის მერიამ განაცდურის სახით  20 367 ლარი გადაიხადა.  "ქუთაისიდან ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია როგორც ქუთაისის მერიამ, ასევე ქუთაისის საკრებულომ, მერიის მიმართ სასამართლოში შეტანილი იქქნა 18 სარჩელი, ხოლო საკრებულოს მიმართ სასამართლოში არცერთი სარჩელი არ შესულა. მერიას დაევალა სამსახურში 8 თანამშრომლის აღდგენა, ხოლო განაცდურის სახით მერიამ  20 367 ლარი გადაიხადა".

ქუთაისის მერიის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება.

"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადრესატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული მონაცემები შეეხება დავებს, რომელებიც ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ ნაწარმოებია 2013-14 წლებში. გადაწყვეტილებები მოცემულ დავებთან დაკავშირებით შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამის პირთა ნაწილის აღდგენა იგივე ან ტოლფასს თანამდებობაზე. აღდგენილ პირთა ნაწილი ამ დროისათვის მუშაობს შესაბამის პოზიციებზე, ხოლო ნაწილმა საკუთარი ნებით დატოვა საკუთარი თანამდებობა. დღეის მდგომარეობით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება,"- განაცხადეს ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში.

კვლევა  2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლი ნოემბერის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა