"ქუთაისის მერიასა და მის ააიპებში 25 მილიონამდე ხელფასებზე იხარჯება" - გიგა შუშანია
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას, პარტიული აქტივის დასაქმებით ხსნის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.
გიგა შუშანია განმარტავს, რომ მერიაში თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად უზრდება.
"თუ არ ჩავთვლით განცხადებებს, რეალურად "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა არც არასდროს ქონია ქუთაისის მერიას, ყოველწლიურად, იზრდება პარტიული აქტივის რაოდენობა ააიპებში, მერიაში და ჯამში 25 მილიონამდე იხარჯება ხელფასებზე მხოლოდ და ოთხიათასს გადაცდა დასაქმებულთა რაოდენობა. შედარებისათვის 8 მილიონიანი ლონდონის მერიაში მუშაობს 834 ადამიანი და ქუთაისის მერიაში მუშაობს 4000-ზე მეტი და შედარება ნახეთ, რა ხდება 138 000-იან ქალაქში. ანომალიაა, "ქართული ოცნება" ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს არჩევნების მოგებას"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნიუპრესი