|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასა და "სოციალურ საწარმო განსაკუთრებულ ჟურნალს” შორის მომერანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მერიასა და ორგანიზაცია "სოციალური საწარმო განსაკუთრებულ ჟურნალს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მომერანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართებით, დაგეგმილ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის ჩართვას ითვალისწინებს.

მასთან,  გათვალისწინებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით სიმღერისა და ცეკვის ფესტივალის გამართვა.

ორგანიზაცია "სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი" წლების განმავლობაში ფუნქციონირებს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებაზე, ასევე მუშაობს მათ კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებში აქტიურ ჩართულობაზე.

[R]

ავტორი: ნიუპრესი