|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში დაწესებულ "დრესკოდს" მოქალაქეები აფასებენ

უნდა დაწესდეს თუ არა შეზღუდვები საჯარო მოხელეების ჩაცმულობაზე? ამ საკითხთან დაკავშირებით  "ნიუპრესმა" გამოკითხვა ჩაატარა. მოქალაქეთა უმეტესობა თანხმდება, რომ საჭიროა შინაგანაწესი, რომელიც ყველა საჯარო მოხელემ უნდა დაიცვას. არიან ისეთები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ჩაცმულობის შეზღუდვა არაა აუცილებელი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის ახალი  შინაგანაწესის მიხედვით,   მუნიციპალიტეტში იკრძალება დახეული ჯინსები, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ღრმა დეკოლტე და მოკლე ქვედაბოლო. 

  

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი