|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე გასაუბრება მიმდინარეობს

ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ კონკურსზე გასაუბრების პროცესი დღეს მიმდინარეობს.

როგორც მერის პრესსამსახურის წარმომადგენელი "ნიუპრესთან" საუბარში  განმარტავს, კანდიდატურების შერჩევა 11 პოზიციაზე ხდება. 

"გამოცხადებულ ვაკანსიებზე 61 განაცხადი შემოვიდა და აქედან  წარმოდგენილი საბუთების შერჩევის საფუძველზე პირველი ეტაპი 18-მა კონკურსანტმა გადალახა, დღეს მიმდინარეობს გასაუბრების პროცესი", -განაცხადეს მერიაში.

გასაუბრებას ქალაქის მერი, მერიის იურისტი და  ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ესწრებიან.

როგორც მერიაში განმარტეს, დღევანდელ გასაუბრებაზე შტატგარეშე თანამშრომლების შერჩევა ხდება, რომელიც დღესვე დასრულდება. რაც შეეხება სამსახურის უფროსებისა და განყოფილების ხელმძღვანელების შერჩევას,  9 იანვრამდე არ მოხდება.

 

 

ამ თემაზე: ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ვაკანსიები გამოცხადდა

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა