|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში კულტურის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია

 ქუთაისის მერიაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად სამსახურების რაოდენობა იგივე რჩება, თუმცა უქმდება კულტურის სამსახური და ის განყოფილებად გადაკეთდება, რომელიც  ადმინისტრაციულ სამსახურს უერთდება.

კულტურის განყოფილებაში 6 საშტატო ერთეულია გათვალისწინებული.

ადმინისტრაციული სამსახური - 7 განყოფილებისაგან შედგება და 51 საშტატო ერთეულს ითვალისწინებს.

არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური გაიყოფა და 2 სამსახურად ჩამოყალიბდება.   

არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების  და ძეგლთა დაცვის სამსახური 8 თანამშრომლით განისაზღვრა, 

ზედამხედველობის სამსახურს  22 თანამშრომელი ეყოლება.

საბინაო ინფრასტრუქტურის და განვითარტების სამსახური - 99 საშტატო ერთეულით. 

კეთილმოწყობის სამსახური -23 თანამშროლით,

ეკონომიკის განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ტრანსპორტის სამსახურის საშტატო ნუსხა-21  

საფინანსო სამსახური- 23 საშტატო ერთეულით,

სამხედრო სამსახური- 15 თანამშრომლით,  

სოციალურ საკითხთა სამსახური 16 თანამშრომლით განისაზღვრა. 

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა 28 ერთეულით განისაზღვრა. 

 

მერის მისი მოადგილეების, მრჩეველების და თანაშემწეების ჩათვლით მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 300-ს აღემატება.  

არსებული ინფორმაციით, სასურველი კადრების ააიპებში გადაყვანა იგეგმება. 

მერიის მიერ მომზადებული ცვლილებები დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. 

 როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ახალმა მერმა საქმიანობის დაწყების პირველსავე დღეს განაცხადა.   

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა