|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა სამსახურის უფროსები წარადგინა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამსახურის უფროსები წარადგინა, რომლებიც კონკურსის გზით შეირჩნენ.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად  ბექა ყურაშვილი დაინიშნა,

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად  ლევან კინწურაშვილი,

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური გიორგი გიორგობიანმა ჩაიბარა, 

საფინანსო სამსახურის უფროსად დავით ნიშნიანიძე დაინიშნა,

საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძეა.

 

რაც შეეხება სოციალურ საკითხთა სამსახურს, მის უფროსად იოსებ ჩიჯავაძე რჩება.

სამხედრო სამსახურს კვლავ ვალერი ყენია უხელმძღვანელს,

ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია იქნება.

არქიტექტურის სამსახურის უფროსის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. 

 

ასევე დაინიშნენ განყოფილებების უფროსები და სპეციალისტები.

მერის განცხადებით, სამსახურის უფროსები მათი კომპეტენციის მიხედვით შეირჩნენ.

"ეს ადამიანები შევარჩიეთ პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მიხედვით, რომლებიც უზრუნველყოფენ მერიის გამართულად მუშაობას. ჩემს გუნდთან ერთად შევძლებთ, რომ ქუთაისი იყოს უკეთესი, მეტი გამჭვირვალობისთვის ჩვენ ჩავატარეთ კონკურსი და ეს პროცესი გაგრძელდება", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, ახალი მერის მოსვლის შემდეგ სამსახურის უფროსებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს, რის შემდეგაც მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. 

 კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და საბუთების გადარჩევას და გასაუბრებას მოიცავდა. წელს კანდიდატებს ტესტირება არ გაუვლიათ. 

გამოცხადებულ ვაკანსიებზე 61 განაცხადი იყო შესული. პირველი ეტაპი 18-მა კონკურსანტმა გადალახა, თუმცა გასაუბრებაზე რამდენიმე კანდიდატი არ  გამოცხდდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა