|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში თანამდებობა ხუთი სამსახურის უფროსმა დატოვა

ქუთაისის მერიაში თანამდებობა ხუთი სამსახურის უფროსმა დატოვა. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი მერის მოსვლის შემდეგ სასახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა დაწერა. 

ამ დღისათვის თანამდებობები ბაქარ ჭეიშვილმა, პაატა კლდიაშვილმა, ირაკლი ავალიანმა, მალხაზ ბასილაძემ და ვლადიმერ ნაკაშიძემ დატოვეს.  

"ქუთაისის მერის ბატონო გიორგი ჭიღვარიას მოსვლის შემდეგ მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირადი განცხადების საფუძველზე დაწერეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ. აქედან დაკმაყოფილდა კერძოდ:  საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ავალიანის,   არქიტექტურისა და ზედამხედველობის,  სამსახურის ხელმძღვანელის ბაქარ ჭეიშვილის , ეკონომიკური განვითარებისქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძრვანელის პაატა კლდიაშვილის,  ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის,   ასევე  საბინაო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებები.  ხოლო ამ ეტაპზე, გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილებულა ადმინისტრაციული, კულტურის, სოციალურ საკითხთა და სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელი პირების განცხადებები ,"-განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისის მერიაში 9 სამსახური ფუნქციონირებს. 

ქალაქის მერის გოირგი ჭიღვარიას განცხადებით, მერიაში რეორგანიზაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ის ქვედა რგოლებს ნაკლებად შეეხება. როგორც მერიაში აცხადებენ, სამსახურის ახალი ხელმძღვანელების შერჩევა კონკურსის შედეგად მოხდება.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა