|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარი მიღწევა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ISO სერტიფიკატის აღებაა"

ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის 2016 წელს განხორცილებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც გასულ წელს განხორციელდა. ჯავახია აცხადებს, რომ მთავარი მიღწევა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოს ISO სერტიფიკატის აღება იყო.

სამსახურის მიერ შესრულებული პროექტები და ანგარიში დადებითად შეაფასა ქუთაისის მერმა. შოთა მურღულიას თქმით, შესრულებული სამუშაოების საზოგადოებისთვის წარდგენა მათი ვალდებულებაა.

„ჩვენ საზოგადოებისათვის ვაწყობთ სამსახურების ანგარიშების პრეზენტაციას, ასევე საბოლოო სახით გამოვცემთ გაზეთს, რომ მოხდეს მოსახლეობისთვის მიწოდება. ამით ვამკვიდრებთ საჯაროობის პრინციპს და ცილისწამების უარყოფას ვახდენთ, რომელსაც აქტიურად იყენებენ მერიის წინააღმდეგ“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ დადებითად შეაფასა პრეზენტაციაზე მერიის მიერ გაცემული პრემია-დანამატების წლების მიხედვით წარმოდგენა.

„აქ საუბარი იყო პრემიებზე, რაც ჩვენ გავასაჯაროვეთ, გამოჩნდა, რომ უზუსტობა არ ყოფილა და ჩვენ ზუსტი ციფრი დავდეთ. ასევე კარგია, რომ მერია დაინტერესდა და გამოაქვეყნა პრემიები წლების მიხედვით“,-განაცხადა ლელა მოწონელიძემ.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართთველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიმართ, რომელიც პრემიების თემას უკავშირდებოდა, მერიამ შენიშვნები გამოთქვა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა